ნარკოსკანდალი - დაკავებულმა ჰანდე ერჩელმა სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშები წარადგინა
მსახიობი ჰანდე ერჩელი, რომლის წინააღმდეგაც სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაპატიმრების ორდერი გაიცა, საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს.
მედიის თანახმად, ერჩელი, რომელიც სასამართლოში ჩვენების მისაცემად მივიდა, ჩვენების მიცემის შემდეგ ნარკოტესტისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში (ATK) გადაამისამართეს, სადაც მან თმისა და სისხლის ნიმუშები წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენების მიცემის შემდეგ მსახიობი გაათავისუფლეს.
25 მარტს, ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 16 ადამიანის, მათ შორის ჰანდე ერჩელის, დაპატიმრების ორდერი გაიცა. გამოძიების ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს.