აუცილებლად დაჯდება გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე - მოკლული მასწავლებლის დედა

27.03.26 17:36
აუცილებლად დაჯდება გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე - მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის საქმეზე, შესაძლოა ბრალდებულთა წრე ისევ გაფართოვდეს - გიგა ავალიანის დედა ამობს, რომ საბრლადებო სკამზე ასევე დაჯდება საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, შსს-ს ყოფილი მაღალჩნოსნის, მერაბ მალანიას ვაჟი.

"გიორგი მალანიას მფარველობენ, მაგრამ, მე ვერანაირი მფარველობა ვერ შემაჩერებს" - ამბობს ეკა კუპატაძე 

მე თვითონ გადავდე შეკითხვები იმნაძის, მალანიას, ბერუაშვილის და სხვათა მიმართ და აუცილებლად, როცა მათი განაჩენი დადგება, მერე უკვე, ეტაპობრივად, ყველას მივხედავ.  არ გაჩერებულა, შეჩერდა დროებით იმის გამო, რომ ვიწურებით აქეთ ვადებში. აუცილებლად დაჯდება გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე. გიორგი მალანიას მფარველობენ, მაგრამ, მე ვერანაირი მფარველობა ვერ შემაჩერებს", - აცხადებს ეკა კუპატაძე. 

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ  გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, რომელმაც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეცვალა.

  • საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.