ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა — რატომ იკლო შობადობამ?

27.03.26 20:11
ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა — რატომ იკლო შობადობამ?

„ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წლის განმავლობაში შობადობა მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა — 2025 წელს ქვეყანაში 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო 32 წლის ანტირეკორდია.

დღეს საქართველოში უკვე უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. ექსპერტების შეფასებით, შობადობის შემცირების მთავარი მიზეზი მძიმე სოციალური ფონია.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში. მაგალითად, 2025 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მხოლოდ 191 ახალშობილი დაიბადა, გურიაში კი — სულ 807. სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქმე უკვე ეროვნული მასშტაბის საფრთხესთან გვაქვს — როცა ქვეყანაში ბავშვები არ იბადებიან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სახელმწიფოს მომავალიც.

შობადობის კლების პარალელურად იზრდება გარდაცვალების მაჩვენებელიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 6 452-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

ექსპერტების შეფასებით, ეს მდგომარეობა დემოგრაფიულ კრიზისს უტოლდება — რეალობაში სიკვდილი სჭარბობს სიცოცხლეს. მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლების განცხადებებისა, რომ სიღარიბის დონე მცირდება, არსებული მონაცემები ქვეყანაში გაცილებით რთულ სოციალურ სურათზე მიუთითებს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.