ბოლო ორ კვირაში საწვავი მეორედ გაძვირდა - ეკონომისტები რისკებსა და გამოსავალზე საუბრობენ
ქვეყანაში საწვავის გაძვირების მეორე ტალღა დაიწყო — ბოლო ორ კვირაში ბენზინგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებლებს საწვავი 10-დან 50 თეთრამდე გაძვირებული დახვდათ. ფასები სხვადასხვა სადგურზე განსხვავებულია — ნაწილმა ღირებულება 10 თეთრით გაზარდა, სხვებმა კი 30, 35 და 40 თეთრით.
სპეციალისტების შეფასებით, საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებია. ირანში არსებული ვითარება კვლავ დაძაბულია, ხოლო იმპორტიორ კომპანიებს საკმარისი რეზერვები არ აქვთ, რის გამოც ფასები ეტაპობრივად იზრდება.
ექსპერტების შეფასებით, საწვავის გაძვირება მხოლოდ ავტომფლობელებს არ ეხება — ბენზინისა და დიზელის ღირებულების ზრდა ავტომატურად აისახება სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზე. ძვირდება როგორც პროდუქციის დისტრიბუცია საწყობებიდან მაღაზიებამდე, ისე ტვირთების ტრანსპორტირება.
ეკონომისტები გამოსავალს დროებით აქციზის შემცირებაში ხედავენ, რაც, მათი შეფასებით, საწვავის ფასის სტაბილიზაციას ან შემცირებას შეუწყობს ხელს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.