ტროტუარზე დგომის საქმე - აქტივისტები ციხეში ერთმანეთის მიყოლებით გაუშვეს

27.03.26 21:06
ტროტუარზე დგომის საქმე - აქტივისტები ციხეში ერთმანეთის მიყოლებით გაუშვეს

გოგო, რომელსაც პოლიციამ ხელბორკილები დაადო, მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი ანი ქისტაურია. მისი „დანაშაული“ — 17 და 18 დეკემბერს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პროევროპულ აქციაზე ყოფნაა.

მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილება ახალგაზრდა მკვლევრისთვის უსამართლო, თუმცა მოსალოდნელი აღმოჩნდა — განაჩენს ის მშვიდად შეხვდა.

ტროტუარზე დგომის გამო დღეს ჯამში ოთხი ადამიანი დაისაჯა. აქტივისტები, მკვლევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები — კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, კრიტიკოსების შეფასებით, არავის ინდობს.

დღესვე, სასამართლო დარბაზიდან ხელბორკილებით გაიყვანეს საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილე ლევან ჟვანია. კომპოზიტორების ოჯახის წევრი ოთხ დღეს იზოლატორში გაატარებს.

საკუთარ განაჩენს სასამართლოსთან ელოდებოდა მარიამ ყიფიანიც. ახალგაზრდა აქტივისტისთვის ორდღიანი პატიმრობა, მისი შეფასებით, არაფერია იმ მასშტაბურ უსამართლობასთან შედარებით, რომელსაც ქვეყანაში ხედავს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.