სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პარლამენტთან განცხადება გააკეთეს
სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში კონსტიტუციის მოქმედება და სამართლიანობა არ აღდგება.
ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობის მიზეზი არის ქვეყნის დაღმასვლა, მზარდი იზოლაცია და უმომავლობა.
მძიმე რეპრესიების პირისპირ დგომა და ბრძოლა, გართობა არ არის!
მიუხედავად ამისა, ერთიანი, ეროვნული გლოვის - პატრიარქის გარდაცვალების გამო გასულ შაბათს დაგეგმილი მარში გაუქმდა.
რეჟიმმა წარმოაჩინა პირიქით და გამოიყენა ჩვენი ცილისწამებისთვის.
ხოლო პატრიარქის დაკრძალვა ვიწროპარტიულ ღონისძიებად გადააქცია. გამოიყენა ეროვნული ერთიანობა, რომ კიდევ უფრო დაუნდობლად განეახლებინა რეპრესიები.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, პატიმრების განთავისუფლების ნაცვლად,
ტროტუარზე დგომის გამო ციხეში ჩასვა ქალები, ოთხი შვილის დედას ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო მიუსაჯა წელიწად-ნახევარი;
სხვა არაერთ თანამებრძოლთან ერთად, დააპატიმრეს ჩვენი ორი მეგობარი პაატა ალავერდაშვილი, პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე, და ლევან ჟვანია - ტროტუარზე დგომის გამო.
ჩვენი შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ რეჟიმს - ჩვენი დაშინება არ გამოვა!
არ გამოვა საზოგადოების გახლეჩვა და ეკლესიის და ქრისტიანობის გადაქცევა ანტიდასავლურ, ანტიკონსტიტუციურ, პარტიულ იარაღად.
ბრძოლა გრძელდება. ხვალ მარშის დღეა. და გაძლიერებულ რეპრესიას უნდა ვუპასუხოთ გაძლიერებული წინააღმდეგობით.
ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. პატიმრების გათავისუფლებამდე.
სანამ ქვეყანაში არ აღდგება კონსტიტუციის მოქმედება, არ აღდგება სამართლიანობა," - განაცხადეს სამოქალაქლ საზოგადაობის წევრებმა.