Reuters: ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზას დაარტყა - დაშავებული არიან სამხედრო მოსამსახურეები
ირანმა საუდის არაბეთში პრინც სულთანის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა - როგორც Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, დაშავდა სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე .
ასევე, დარტყმის შედეგად ორი ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.
ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა და 13 დაიღუპა.