ჭიათურაში მაღაროელი გარდაიცვალა
ჭიათურაში მაღაროელი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი იმ დროს გახდა შეუძლოდ, როცა სამუშაო ობიექტიდან გარეთ უნდა გასულიყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯეირან ალსანდია მოულოდნელად დაეცა მიწაზე. გამოიძახეს სასწრაფოც, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ასახელეებენ. შემთხვევა 25 მარტს მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცი აფხაზეთიდან არის დევნილი.
პროტესტში ჩართული მაღაროელები ამბობენ, რომ უბედური შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს მიწის ქვეშ განიავების სისტემის არარსებობას.
მაღაროელის ჯეირან ასლანდიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ გაავრცელა.