ერთადერთი ბერკეტი, ვისაც შეუძლია, რომ არასწორად ჩაერიოს სინოდის გადაწყვეტილებაში, აქვს ხელისუფლებას - ლელა ჯეჯელავა
თეოლოგი ლელე ჯეჯელავა "პირველებთან" პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტული არხებმა ცუდი სამსახური გაუწიეს მეუფე შიოს, როდესაც საპატრიარქო ტახტზე უალტერნატივო კანდიდატად წარმოაჩინეს.
ფორმა, რომლითაც ეს კეთდებოდა, ნამდვილად არ შეესაბამებოდა თვითონ პატრიარქის გამორჩევის პროცესს - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ რამდენიც არ უნდა ისაუბროს, მას სინოდის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვს. ჯეჯელავას განცხადებით, ეს შეუძია მხოლოდ ხელისუფლებას - "მათ სინოდის გადაწყვეტილებაში ჩარევის მცდელობები პატრიარქის სიცოცხლეშიც ჰქონდათ".
ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული არხები შეეცადნენ, რომ მეუფე შიო წარმოედგინათ, როგორც თითქმის უალტერნატივო კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე, რითაც მგონი ყველაზე ცუდი სამსახური გაუწიეს მეუფე შიოს, რადგან ფორმა, რომლითაც ეს კეთდებოდა, ნამდვილად არ შეესაბამებოდა თვითონ პატრიარქის გამორჩევის პროცესს და არც მეუფე შიოს. ჩემი თვალსაზრისით, ასეთი არაჯანსაღი პროპაგანდა მას ნამდვილად არ სჭირდებოდა.
საზოგადოებამ რამდენიც არ უნდა ისაუბროს ამ თემაზე, როგორი ჯანსაღი და არაჯანსაღიც არ უნდა იყოს აჟიოტაჟი, არ აქვს ბერკეტები, რომ ზეგავლენა მოახდინოს სინოდის გადაწყვეტილებაზე. ერთადერთი ბერკეტი, ვისაც შეუძლია , რომ არასწორად ჩაერიოს სინოდის გადაწყვეტილებაში, ყველამ ვიცით, რომ აქვს ხელისუფლებას და ვიცით, რომ ჩარევის მცდელობები მას ჰქონდა პატრიარქისვე სიცოცხელში", - ამბობს ლელა ჯეჯელავა.