1-ელი აპრილიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აიკრძალება

28.03.26 12:18
1-ელი აპრილიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აიკრძალება

1-ელი აპრილიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აიკრძალება - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტულ მედია TACC ავრცელებს. 

Deutche Welle-ს ინფორმაციით, ეს აკრძალვა სულ მცირე აგვისტომდე იმოქმედებს.

ეს გადაწყვეტილება თათბირზე იყო მიღებული, რომელშიც რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი და რუსეთის ნავთობის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბენზინის ექსპორტზე გაყიდვის აკრძალვამ ფასების სტაბილიზაციას ხელი უნდა შეუწყოს და შიდა ბაზარზე პრიორიტეტული მიწოდება უზრუნველყოს. დიზელის საწვავს და რუსეთის მთავრობას და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებებს ეს არ ეხება.