ბაზარში ყველაფერი გაძვირებულია, იძულებული ვართ წამლები არ ვიყიდოთ, რომ რამენაირად ვიარსებოთ - მოქალაქეები

28.03.26 13:16
ბაზარში ყველაფერი გაძვირებულია, იძულებული ვართ წამლები არ ვიყიდოთ, რომ რამენაირად ვიარსებოთ - მოქალაქეები

გაიაფების ნაცვლად ისევ გაძვირებული ფასები - მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო ორ კვირაში ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა.

მოქალაქეების თქმით, ბაზარში მისულებს, კომბოსტო, მწვანილი, პომიდორი, კიტრი და სხვა პროდუქტები გაძვირებული დახვდათ.

მუზეუმია უკვე აქაურობა ისეთი ფასებია. კომბოსტო 1,80 გახდა და მაგის ბორშჩი რომ გავუკეთო შვილებს, იმის საშუალება არ მაქვს", - ამბობს მოქალაქე. 

სასწაული უკუღმართობა ხდება. ხო ნახეთ რა ფასებია, რით უნდა ვიყიდოთ. პენსიონერებს 20 ლარი რომ მოგვიმატეს იმით?  ხილს ვერ იყიდი და ბოსტნეულს ვერ იყიდი. უბრალო სალათი რომ გააკეთო ბოსტნეულის 15 ლარი გინდა. ხალხს ატყავებენ", - ამბობს მოქალაქე. . 

ფასების მომატებას ადასტურებენ მოვაჭრეებიც. მათი თქმით, 10-15 დღეა ბოსტნეულს უფრო ძვირად იბარებენ. 

ყველაფერი ძვირია. ხალხიც მეცოდება, ჩვენც ცოდოები ვართ. ჩვენც ძვირად ვიღებთ და აბა როგორ გავყიდოთ? მწვანილი კილო 12 ლარია, კამის კილო 16 ლარი მივეცი. 15-10 დღეა რაც გაძირდა. ბადრიჯანი კილო 10 ლარია, აბა როგორ უნდა იყიდო. პომიდორი 10-12 ლარი", - ამბობს მოვაჭრე. 

პენსიონერების თქმით, იძულებულები არიამ მედიკამენტების ყიდვაზე უარი თქვან, რათა საარსებოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები მაინც იყიდონ.  

მომატებულია ყველაფრის ფასი, მწვანილს რომ ვერ იყიდი პენსიონერი, რა უნდა გააკეთო? პენსიიდან პენსიიდან ძლივს გავდივართ. იძულებული ვარ წამლები არ ვიყიდო, ვცდილობ შინაური რაღაცებით ვიმკურნალო სახლში. რომ კითხო, დაიკლო ფასებმა, დაიკლო კი არა მოიმატა", - ამბობს მოქალაქე.