ქუთაისში, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის ავტომობილი გაქურდეს

28.03.26 13:26
ქუთაისში, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის ავტომობილი გაქურდეს

ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კოალიცია "ცვლილებისთვის" იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერის, გიორგი კილაძის ავტომობილი გაქურდეს - ამის ამსახველ ფოტოს, სოციალურ ქსელში თავად გიორგი კილაძე ავრცელებს. 

კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია, გაგებით ვეკიდებით🤣
დღეს დილით გატეხილი დახვდა ჩემი მანქანა", - წერს კილაძე.