ხვალ სიონში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

28.03.26 13:32
ხვალ სიონში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქოს ინფორმაციით, სიონის საპატრიარქო ტაძარში ხვალ, მეუფე შიო წირვას აღესრულებებს, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

„ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი”,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.