ძლიერი ქარის შედეგად ქვემო ფონიჭალაში ხე წაიქცა (ფოტო)

28.03.26 14:16
ძლიერი ქარის შედეგად ქვემო ფონიჭალაში ხე წაიქცა (ფოტო)

ძლიერი ქარის შედეგად ქვემო ფონიჭალაში ხე ფესვებიანად მოწყდა და წაიქცა - ის რამდენიმე სანტიმეტრით აცდა საკვებ ობიექტს.

როგორც ადგილიდან "პირველების" ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხე ასევე არ დაცემია გარეშემო მყოფ მანქანებს. 

მომხდარის გამო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. 

ადგილზე შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ დილიდან რეკავდნენ 112-ში, რადგან ხემ გადახრა დილის 10 საათიდან დაიწყო, თუმცა ხალხის თქმით, ადგილზე მანამდე არავინ გამოჩნდა, სანამ ხე არ წაიქცა.