ძლიერმა ქარის გამო, დიდ დიღომში მშენებლობიდან მასალა ცვივა - დაზიანდა ავტომობილები (ვიდეო)
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა - დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მშენებლობიდან მასალა ცვივა, რის შედეგადაც 2 ავტომობილი დაზიანდა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
ასევე ძლიერმა ქარის შედეგად ხე წაიქცა ქვემო ფონიჭალაში, რომელიც საკვებ ობიექტს დაეცა.