ირანი აცხადებს, რომ ომანის პორტთან ახლოს აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბა

28.03.26 15:39
ირანი აცხადებს, რომ ომანის პორტთან ახლოს აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბა

ირანი აცხადებს, რომ  ომანის სალალას პორტთან ახლოს აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დარტყმის სამიზნე ომანის სალალას პორტთან აშშ-ის აგრესიული არმიის მხარდამჭერი ლოგისტიკური გემი გახდა“, - აღნიშნა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ.

ამასთან, ომანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სალალას პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.