ელენე ხოშტარია თავისი ბრძოლით არა მხოლოდ თავისი შვილების, არამედ თქვენი შვილების მომავლისთვისაც იბრძვის - დეა მეტრეველი
ორი საათი შაბათის მარშის დაწყებამდე - მოქალაქეები საპროტესტო მსველობისთვის ემზადებიან. ამ საღამოს ხალხი ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად გაერთიანდება და ქუჩებიდდან გამოუცხადებენ სოლიდარობას ოთხი შვილის დედას, ქალ პოლიტიკოს, რომელიც სასამართლომ წელიწადნახვრიან პატიმრობაში გაუშვა.
ელენე ხოშტარია თავისი ბრძოლით არა მხოლოდ თავისი შვილების, არამედ თქვენი შვილების უკეთესი მომავლისთვისაც იბრძვის - ამბობს "პირველებთან" დეა მეტრეველი, რომელიც დღეს ტრადიციულ მარშზე იქნება.
შაბათის ტრადიციულ მარშზე კიდევ ერთელ მივესალმოთ სინდისის პატიმრებს, მოვიკითხოთ. მათთვის ჩვენი სიმრავლე გადაწმყვეტია ამ დღეებით, საზოგადოების ამ ერთიანობით და სოლიდარობით. ისინი ყოველდღიურად უფრო მხნედ და აქტიურად არიან.
ელენე ხოშტარია თავისი ბრძოლით არა მხოლოდ თავისი შვილების უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, არამედ თქვენი შვილების უკეთესი მომავლისთისაც, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთი", - ამბობს დეა მეტრეველი.