სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი
ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - სოფელ ახაშენში სამების ეკლესიის მომდებარედ, ავტომობილი ხევში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.