სიონის საპატრიარქო ტაძარში მეუფე შიო მუჯირი სხვა მიტროპოლიტებთან ერთად ღვთისმსახურებას აღასრულებს

29.03.26 11:22
სიონის საპატრიარქო ტაძარში მეუფე შიო მუჯირი სხვა მიტროპოლიტებთან ერთად ღვთისმსახურებას აღასრულებს

სიონის საპატრიარქო ტაძარში მეუფე შიო მუჯირი სხვა მიტროპოლიტებთან ერთად ღვთისმსახურებას აღასრულებს. ადგილზე იმყოფება მეუფე დანიელი და მეუფე ნიკოლოზი. წირვის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

ტაძარში დილიდან იკრიბებიან მოქალაქეებიც, რომლებიც პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ და მის შესახებ საკუთარ შეფასებებს აკეთებენ. პარალელურად, კითხვები არსებობს მომავალ პატრიარქთან დაკავშირებითაც. 

მართლაც უწმინდეს და უნეტარესი იყო ჩენი პატრიარქი, ყველას გული შესტკივა, მთელ საქართველოს, მაგრამ ის გვლოცავს ზეციდან. 

პირველ რიგში, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალი პატრიარქი ჩვენი იყოს ჩვენი შიო და ვურჩევ, რომ გააგრძელოს ეს გზა, რაც ჩვენს პატრიარქს ჰქონდა არჩეული, - ამბობს მოქალაქე. 

მიყვარდა, ჩემი ნათესავი იყო, როგორც დატოვა., რაც დაიბარა, ისე იყოს - მე ეგ მინდა. მთავრობის საქმეში არ ერეოდა ეს, ეგენი კიდევ ერეოდნენ. რამდენჯერ დაუპირეს მოწამვლა და მოკვლა?, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.