„ტროტუარიდან სტრასბურგამდე“ - აქციის მონაწილეები ევროსასამართლოში ჩივიან

29.03.26 20:29
„ტროტუარიდან სტრასბურგამდე“ - აქციის მონაწილეები ევროსასამართლოში ჩივიან

„ტროტუარიდან სტრასბურგამდე“ — უკანონოდ დაკავებული და დაჯარიმებული ადამიანების საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. ამ ეტაპზე 13 ადამიანი დავობს დარღვეულ უფლებებზე, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

იურისტების ინფორმაციით, ბოლო საათებში მათ ინტენსიურად უკავშირდებიან მოქალაქეები, რომლებიც ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დააჯარიმეს ან ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს.

სარჩელები სტრასბურგში იმ პირებმა გააგზავნეს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში სამართალი ვერ იპოვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ მშვიდობიანი პროტესტი დანაშაულად აქცია, ხოლო დაკისრებული სანქციები არაპროპორციულად მკაცრია.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.