პროტესტი ქობულეთში - ადგილობრივები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ და ე.წ უსახლკარო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.
ისინი ხელისუფლებას და ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ოჯახები შეისწავლონ და საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილონ.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციები შესაძლოა გაფართოვდეს და სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში გაგრძელდეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ბიზნესი და ხელისუფლება ისე კარგად შეხმატკბილდნენ ერთმანეთში, საერთოდ დაავიწყდნენ სოციალური პასუხისმგებლობა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას და ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა აჭარაში უსახლკარო ოჯახები არ იყოს. ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს მივმართავ: ის ვერ შეძლებს აქ ერთი ტექნიკის შემოყვანას და მშენებლობის დაწყებას, მანამ სანამ ამ ოჯახების დაკმაყოფილება არ მოხდება, რომლის პირობა მას ჰქონდა და არ შეასრულა“, - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.