სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე დღეს იმსჯელებს

30.03.26 11:03
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე დღეს იმსჯელებს

ელექტროენერგიის ფასი სემეკმა დღევანდელ სხდომაზე უნდა დაადგინოს. 

კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.