სააპელაციოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი იწყება - რა მოლოდინები აქვთ ოჯახის წევრებს

30.03.26 13:39
სააპელაციოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი იწყება - რა მოლოდინები აქვთ ოჯახის წევრებს

სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი იწყება. განხილვა დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე თეა ლეონიძეს გალუსტაშვილის გადაწყვეტილების შესაცვლელად დრო 17 აპრილამდე აქვს.

დღეს ბოლო სიტყვას სამი ადვოკატი იტყვის. გამოსვლა ექნებათ სინდისის პატიმრებსაც.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაჭერილებისთვის პროკურატურა სასჯელის დამატებას ითხოვს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან უფლებადამცველები.

სინდისის პატიმრების პროცესზე მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ არსებული სასამართლოს პირობებში სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ახლა პროცესზე ყოფნა და დაკავებულების გვერდშ დგომა მნიშვნელოვანია. 

ყველამ ძალიან კარგად იცით, რას უნდა ველოდოთ ასეთი სასამართლოსგან, ამიტომ ჩემგან არ გჭირდებათ ამის გაგება, მაგრამ მაინც აქ უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები არიან იმის ნიშანი, რომ ეს ასე არ დამთავრდება. სასამართლოს იმედი კი არ მაქვს, ამ ბიჭების იმედი მაქვს, - ამბობს ზურაბიშვილი. 

მტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას დაკავებულების ოჯახის წევრები. მათი თქმით, ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ვერაფერს დაამტკიცებენ.  

არამედ მარტო ჯანოს წინააღმდეგ, არამედ არცერთი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რაც არ გაუკეთებიათ, იმას ვერ დაუმტკიცებენ. არაფერი აქვთ ბიჭებს დაშავებული, იდგნენ, იცავდნენ, ჩემი, მამაჩემის და ჩემი ძმისშვილების მომავალს. ამიტომ სჯიან თავისი სამშბლოს სიყვარულისთვის.

რაც შეეხება ტელეფონებს, ვფიქრობ, რომ გახსნილი აქვთ, ნანახი აქვთ, ვერაფერი ნახეს და ვერ დაამტკიცეს გარდა ჩენთან საუბრისა, შვილებთან და ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, ვერაფერს ნახავენ და ვერ დაამტკიცებენ ვერცა ახლა და ვერც მერე, - ამბობს სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი. 

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, საგამოძიებო პროცესში გამოიკვეთა. 

წელიწადზე მეტია თითქმის გასული და რევაზ კიკნაძის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ მოახერხა, რომ რევაზ კიკნაძეს დაუნიშნოს ექსპერტიზა და დადგინდეს, განიცადა თუ არა ტანჯვა მან მაშინ, როდესაც პოლიციელები მას აწამებდნენ. ასევე, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ დღემდე ვერ მოახერხესის, ორმ ამოეღოთ კამერები კი არა, არამედ პირდაპირი მოწმე, რომელმაც ამხილა რევაზ კიკნაძის ნაწილში წამებასთან მიმართებით ადგილის გაყალბებასთან დაკავებისას და სხვა მნიშვნელოვან გრემოებებთან დაკავშირებით. ეს ადამიანი დასაკითხ პირთა სიაშიც კი არ ჩაუწერიათ და გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევაზ კიკნაძე არის სრულიად უდანაშაულო, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.