მოსამართლე მაკარიძემ ჯუმბერ რობაქიძე 4 -დღიან პატიმრობაში გაუშვა
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯუმბერ რობაქიძე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4 -დღიან პატიმრობაში გაუშვა.
ტროტუარზე დგომისთვის დაკავებულ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ხელბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს და მცხეთის იზოლატორში გადაიყვანეს.
ჯუმბერ რობაქიძე პროცესზე მომზადებული, ზურგჩანთით მივიდა.