მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ვითხოვთ, პოლიტიკური ნების ამოკლებასა და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას - ომარ ფურცელაძე

30.03.26 17:36
მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ვითხოვთ,  პოლიტიკური ნების ამოკლებასა და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას - ომარ ფურცელაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერში დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა.

დასკვნითი სიტყვა თქვა გური მირცხულავას და ჟანო არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ. მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა შეუსაბამობებია აღნიშნულ საქმეში. 

როგორც ფურცელაძემ  სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სააპელაციო სასამართლოსგან უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოღებას და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას ითხოვენ.

სასამართლო გაცდა შეჯიბრობითების პრინციპს და მის დისკრეცირებულ უფლება-მოსილებას. მათ შორის შეიცვალა კვალიფიკაცია, ბიჭები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. ყოველგვარი ძალადობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა, რითაც ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც ბიჭებს მოძალადეებად მოიხსენიებდა, ტყუილსა და ცილისწამებაში ამხილა.

სააპელაციო სასამართლოში გრძელდება მსჯელობა თუ რამდენად იქნა ორგანიზებულად საზოგადოებრივი წესრიგი დარღვეული. პასუხი მარტივია - იმისათვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი. იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილო - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა უნდა არსებობდეს. პოლიციელი, რომელიც მოქალაქეს აგინებს და გაუპატიურებით, დაკავებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, არ არის კანონიერი მოთხოვნა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვა, არ ეყო გამბედაობა და პოლიტიკურ განმცხადებლებსა და აქტორებს თითი მოუკაკვა. მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ვითხოვთ, უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებებისა და გაცხადებული პოზიციების შეფასებას, პოლიტიკური ნების ამოკლებასა და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნებას“,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 17 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება, ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, სადაც, სავარაუდოდ მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.