დენი გაძვირდა - ხალხი გაზრდილ ტარიფს პირველი აპრილიდან გადაიხდის

30.03.26 20:02
დენი გაძვირდა - ხალხი გაზრდილ ტარიფს პირველი აპრილიდან გადაიხდის

პირველი აპრილიდან მთელს საქართველოში ორ მილიონამდე აბონენტს დენი გაუძვირდება. ერთი კილოვატ საათი დენის ფასი მინიმუმ ხუთი თეთრით იზრდება, რაც ფასის ერთჯერადად ზრდის ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტად ფასი უძვირდება იმ მოქალაქეებს, ვინც ყველაზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. თუ ას კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას იყენებთ, 15-ის ნაცვლად 20 თეთრის გადახდა მოგიწევთ. ეს კი 33 პროცენტიანი მატებაა.  

თუ აქამდე 300 კილოვატამდე 19 თეთრს იხდიდით, 25-ს გადაიხდით. 28 თეთრს აჭარბებს ტარიფი, თუ 300 კილოვატ საათზე მეტს იყენებთ, ამიტომ დენის საფასური თითქმის ყველა მოქალაქის ჯიბეს დაეტყობა.  

მარეგულირებელი კომისია 1 საათის განმავლობაში ხსნიდა, რატომ უნდა გაზარდოს ტარიფი. ოპოზიციონერმა ანა დოლიძემ კი დარბაზშივე შეახსენა, რა დღეშია ხალხი - მას, ვისაც ხშირად პურის ფული არ აქვს და მიღებულ მინიმალურ შემოსავალს ხარჯებზე ისედაც ვერ ანაწილებს, გაძვირებული დენის საფასურის გადახდა კიდევ უფრო გაუჭირდება.

დენი 4-დან 7 თეთრამდე უძვირდება ბიზნესსაც. მარეგულირებელი კომისიის მთავარი არგუმენტი მოშლილი ინფრასტრუქტურაა, ამბობენ, რომ ელექტრო გადამცემ ხაზებს, ქვესადგურებს და ტრანსფორმატორებს განახლება სჭირდება და კომპანიებმა ქსელი უნდა შეაკეთონ. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილი რეპორტაჟში