წმინდა სინოდის წევრები პატრიარქის მძიმე არჩევნებს ელოდებიან

30.03.26 20:18
წმინდა სინოდის წევრები პატრიარქის მძიმე არჩევნებს ელოდებიან

წმინდა სინოდის წევრები პატრიარქის მძიმე არჩევნებს ელოდებიან - ჩარევის და ზეგავლენის მცდელობებს არ გამორიცხავენ. მიზანი ნათელია - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტისთვის ცხადია, რომ ეკლესიის მიღმა მყოფთ არ აწყობთ, ახალი პატრიარქი, რომელსაც დიდი გავლენები და ნდობა ექნება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ილია მეორეს შემდეგ ახალ პატრიაქს აღარც გავლენები ჰქონდეს და არც დიდი ნდობა საზოგადოებაში. 

ეკლესიის საკითხების მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ თავის ეკლესიის გავლენების დასუსტება ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სუს-დან ფაილების გამოჟონვა, რომელმაც სასულიერო პირების ნაწილის რეპუტაცია "შეიწირა". თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ინტერესში არ შედის გავლენიანი მღვდელმთავრის საპატრიარქოში პირველ პირად არჩევა. 

"ქართული ოცნება" დილიდან ისევ თავისმართლებაშია. ამტკიცებენ, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში არ ერევიან, თუმცა სუს-ის ფაილებიდანვე ჩანს, რომ "ოცნებამ" ახალი პატრიარქის შერჩევა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც ილია მეორე სამკურანლოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები