ვინ დააიდენტიფიცირა ბრალდებულები - ახალი გარემოება 4 ოქტომბრის საქმეში
ახალი გარემოება 4 ოქტომბრის საქმეში - მტკიცებულებების გამოკვლევის დასკვნით ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ ვიდეო კადრები ექსპერტებს არ შეუსწავლიათ, ბრალდებულების ამოცნობა კი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ არ მომხდარა, მაშინ როგორ დააიდენტიფიცირეს ბრალდებულები? - ეს გარემოება საქმეს თავდაყირა აყენებს.
სავარაუდოდ შემდეგ სხდომაზე ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეში უამრავი ვიდეო მასალა იდოო, ამიტომ ყველა ვიდეოს ექსპერტი ვერ დაათვალიერებდა, ეს ბრალდების პოზიციაა.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგების გაფორმებას აჭიანურებს იმ ბრალდებულებთან, ვინც დანაშაული აღიარა და შეთანხმება ითხოვა, მძიმე დიაგნოზის მქონე ბრალდებულებისთვის 1 წელი პატიმრობა და 1 წელი პირობითი მსჯავრი ერთადერთი გამოსავალია, თუმცა აღიარების შემდეგ ბრალდება პასუხს აღარ აბრუნებს.