"მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას" - მეუფე დანიელი
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, ახალი პატრიარქის არჩევისას მის კანდიდატურას არ დააყენებს. ამის შესახებ "TV პირველის" ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუში ისაუბრა.
მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. რაც შეეხება ასაკის თემას, მე დავემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას, საბოლოოდ ეს საკითხი სინოდმა უნდა განსაზღვროს, როგორც ჩათვლის სინოდი, ისე იქნება. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, მე ძალიან მშვიდად ვარ პირადად, ერთადერთი თუ რამ მაღელვებს, რომ რაღაც ისევ და ისევ ადამიანურმა ფაქტორებმა უხერხულობა არ შექმნას," - თქვა მეუფე დანიელმა.
საჩხერის ეპისკოპოსის თქმით, წმინდა სინოდის წევრებს შორის განხეთქილება არ არის, რაც ახალი პატრიარქის მშვიდ ვითარებაში არჩევის გარანტიაა.
ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მღვდელმთავრებს, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა. ეს ძალიან დიდი გარანტიაა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უბრალოდ უნდა ვილოცოთ, რომ იყოს ნება ღვთისა," - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.