გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

30.03.26 21:58
გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დაშავებული ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.