31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება

31.03.26 10:54
31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება - 35 წლის წინ, 1991 წელს 31 მარტის რეფერენდუმით საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი მოსახლეობის 96-მა %-მა დაუჭირა.

ხალხის არჩევანს მოჰყვა რთული გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია, სუვერენიტეტის განმტკიცება და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა. აღდგეს თუ არა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს იყო ერთადერთი კითხვა რომელიც 35 წლის წინ საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს დახვდათ. რეფერენდუმში მონაწილეობა 3 მილიონ 334 ათას 386-მა ადამიანმა მიიღო.

რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.