საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

31.03.26 11:24
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

2026 წლის გაზაფხულის მიღება უკვე დასრულდა, ერთწლიან საგანმანათლებლო პროექტის მე-7 ნაკადში მონაწილეობის სურვილი 1600-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შესარჩევი ტესტის შედეგად, STEM სკოლაში სწავლას საუკეთესო შედეგის მქონე  250 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. 

მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად კი საუკეთესო შედეგის მქონე 47 მოსწავლეს საქართველოს ბანკი სწავლას უფინანსებს. 

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვისეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ,  გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი პროგრამა და მიიღონ როგორც თეორიულიასევეპრაქტიკული ცოდნა მეცნიერებისმათემატიკისინჟინერიისტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად – მომავლის პროფესიების საფუძვლებს.

პროექტის ფარგლებშისასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობსრაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებსგაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.

ამასთანგანათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელადსაქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს  უფინანსებს სწავლას – მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

NS