მღვდელმთავრებს შორის სხვადასხვა შეხედულებები და განწყობა არსებობს - მეუფე დანიელი
არსებობს თუ არა პატრიარქის არჩევნებში ჩარევის საფრთხე? - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ამბობს, რომ თუ ამის "მსგავის რაღაც იქნება" სინოდი ამას თავიდან აირიდებს.
მაღალმა იერარქმა "ტვ პირველთან" საუბარში დაადასტურა, რომ მღვდელმთავრებს შორის სხვადასხვა შეხედულებები და სხვადასხვა განწყობა არსებობს თუ ვინ უნდა იყოს ახალი პატრიარქი.
ადამიანურად რასაკვირველია, არსებობს სხვადასხვა შეხედულებები - სხვადასხვა განწყობა და ეს ალბათ, ვლინდება სხვადასხვა სახით. ეს შეიძლება იყოს საჯარო შეფასებებში, შეიძლება, იყოს უფრო პირადულ ურთიერთობებში და ამაზე მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩარევა. ეს არის ბუნებრივი პროცესი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა. მაგრამ ასეთი რაღაც ინსტიტუციონალური მცდელობები მე არ მიგრძვნია ამ ბოლო წლებში და არ მაქვს ამის მოლოდინი, რომ ეს ესე იქნება. რაღაცა უფრო იმედით ვუყურებ ამას, თუმცა ვეთანხმები თუ ამის მსგავის რაღაც იქნა, ნუ თვითონ სინოდიც ეცდება, რომ რაღაცნაირად ეს გავლენა არ იყოს, მაგრამ მე პირადად არ მაქვს მოლოდინი ამ საფრთხის", - აცხადებს მეუფე დანიელი.