ელექტორენერგიის ტარიფების მომატება არის ცუდი მმართველობისა და კორუფციის დაგროვების შედეგი - ეკონომისტების შეფასებები

31.03.26 13:21
ელექტორენერგიის ტარიფების მომატება არის ცუდი მმართველობისა და კორუფციის დაგროვების შედეგი - ეკონომისტების შეფასებები

ეკონომისტების პროგნოზით დენის ფასის მატება ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. ელექტროენერგია ყველა ტიპის წამოებაშია საჭირო, რაც ეკონომისტების განმარტებით,  იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად გაიზრდება პროდუქციის ფასიც. 

ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით, ელექტორენერგიის ტარიფების მომატება ცუდი მმართველობისა და კორუფციის დაგროვების შედეგია. ეკონომისტი ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს ასევე იმპორტდამოკიდებულება აზერბაიჯანსა და რუსეთზე. 

ელექტორენერგიის ტარიფების 18-დან 33 პროცენტამდე მომატება არის ცუდი მმართველობისა და კორუფციის დაგროვების შედეგი. მძიმე შედეგეგი იქნება საცხობებში, ხორბლის საშრობებში, რძის გადამუშავებაში, სარწყავ ტუმბოებში, სამაცივრო მეურნეობებში - იქ სადაც ელექტორენერგიის მოხმარება მაღალი წილია თვითღირებულებაში. 5-დან 1,5 პროცენტამდე დაამატებს უკვე 10%-ის გარშემო მყოფ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას. მთელი ეს ზრდა არის მათი დაგროვილი ცუდი მუშაობის და კორუფციის შედეგი - მაგალითად, შაუმავლები იმპორტში, როგორც აზრებაიჯანიდან, ისე რუსეთიდან. ზოგადად როდესაც იმპორტზე დამოკიდებული ხარ, მით უფრო გიძვირებენ ენერგიას", - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

ელექტორენერგიის ტარიფების მომატებაზე "პირველებთან" საუბრობს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელიც. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ კიდევ უფრო ძვირდება ელექტროენერგია იურიდიული პირებისთვის, რაც თავისთავად გამოიწვევს დაკორექტირებას მათ ხარჯებსა და შემოსავლებში - "ამ გაზრდილი ხარჯის დაბალანსება მოუწევთ ფასების ზრდით".

კეპულაძე ასევე საუბრობს რუსეთიდან გაზრდილ იმპორტზეც და აცხადებს, რომ იმპორტდამოკიდებულება მტრულად განწყობილ ქვეყანაზე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. 

ყველაფერს და ყველას სჭირდება ელექტორენერგია ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით წარმოებას, უფრო მეტს ხარჯავს, თან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იურიდიული პირებისთვის კიდევ უფრო ძვირდება ელექტროენერგია, რაც თავისთავად გამოიწვევს დაკორექტირებას მათ ხარჯებსა და შემოსავლებში და მათ თავისთავად ამ გაზრდილი ხარჯის დაბალანსება მოუწევთ ფასების ზრდით.

გავზარდეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც ძალიან ცუდია. იმპორტდამოკიდებულება მტრულად განწყობილ ქვეყანაზე ~ მითუმეტეს ენერგეტიკის სექტორში ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც პრობლემაა, ეკონომიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. ანუ მას ვუტოვებთ ბერკეტს, რომ ნებისმიერ დროს ხელში ჰქონდეს ისეთი იარაღი, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში გამოიყენებს. ყველაფერი რაც კარგი ან ცუდი ხდება ქყევანაში, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება", - ამბობს გიორგი კეპულაძე. 

სემეკის გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.