მოსამართლე დავით მაკარიძემ მეგი დიასამიძე 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა
ტროტუარზე დგომის საქმე - მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტი, მეგი დიასამიძე ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად ცნო და 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
განახლება - 14:30: მეგი დიასამიძე პოლიციამ სასამართლოს შენობასთან უკვე დააკავა. იმის მიუხედავად, რომ მეგი დიასამიძემ თავად დარეკა ცხელ ხაზზე და შესაბამის უწყებას აცნობა მისი ადგილმდებარეობის შესახებ, პოლიციელებმა მას ხელები უკან შეუკრეს და ისე ჩასვეს მანქანაში.
შსს მეგი დიასამიძეს 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
- შეგახსენებთ, რომ 23 წლის დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. დიასამიძეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, ახალგაზრდა დემონსტრანტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.