როგორია 10 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა
10 წლის ბიჭი, რომელსაც გუშინ გურიაში მატარებელი დაეჯახა, ქუთაისის კლინიკაში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება - "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი პაციენტი "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია" მოთავსებული.
გურიაში, არასრულწლოვანს მატარებელი გუშინ დაეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.