თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

01.04.26 15:57
თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის  შესახებ მონაცემები flyradar 24-ის ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

Boeing C-17 Globemaster არის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.  flyradar 24 მონაცემებით, ამერიკის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფRინავი თბილისში, გერმანიიდან ჩამოფრიდა.

მარშრუტზე აფრენის ადგილად გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამერიკული ბაზაა მითითებული.  ის ემსახურება აშშ-ის საჰაერო ძალებს ევროპაში.