პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

01.04.26 18:52
პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას განსაზღვრავს.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონს საგამონაკლისო რეგულაცია დაემატა, რომლის მიხედვით, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.