1 წლიანი პატიმრობა თოშხუა-შერვაშიძეს - სასამართლო პროცესის დეტალები

01.04.26 21:17
1 წლიანი პატიმრობა თოშხუა-შერვაშიძეს - სასამართლო პროცესის დეტალები

მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა ბრალი არ აღიარეს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.

სასამართლოს ვერდიქტს ბრალდებულები შეძახილებით შეხვდნენ. თოშხუა და შერვაშიძე უკვე 7 თვე და 16 დღეა პატიმრობაში იმყოფებიან — ისინი პროევროპული აქციის მონაწილეები არიან და საქმეზე დაკავება ყოფილი ფეხბურთელის ჩვენების საფუძველზე მოხდა.

დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ მომჩივანი ბექა გოცირიძე თავად იყო პროვოკაციის ინიციატორი და ბრალდებულები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმის ჩვენება. თავად მომჩივანმა სხდომაზე განაცხადა, რომ ტკივილი არ განუცდია და ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

გამოტანილი განაჩენის გათვალისწინებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასჯელს დაახლოებით 5 თვეში მოიხდიან.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.