ეპისკოპოსი მიქაელი: რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნება, რატომ მივიღებთ?!

03.04.26 12:00
ეპისკოპოსი მიქაელი: რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნება, რატომ მივიღებთ?!

 

 

საპატრიარქოში მაღალი იერარქები მივიდნენ -  წუთი-წუთზე სინოდის სხდომა უნდა დაიწყოს. 

საპატრიარქოში შესვლამდე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმამედიას უთხრა, რომ მხარს უჭერს ყველაფერ იმას, რასაც ღმერთი ინებებს. 

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, ეთანხმება თუ არა იმას, რომ საპატრიარქო ასაკი ორი წლით გაიზარდოს.

„მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს. რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნებ, რატომ მივიღებთ?! თქვენ ხომ იცით, რომ გაკეთდება [განცხადება] და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა“,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

მაქსიმუმ რა ასაკის უნდა იყოს და განათლების რა ხარისხი უნდა ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატს - დიდი ალბათობით, სწორედ ამის შესახებ იმსჯელებენ დღეს სინოდის წევრები.

სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს: