პაპუაშვილი მედიებს და ევროპული ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს სინოდის საქმიანობაში ჩარევაში სდებს ბრალს

03.04.26 15:09
პაპუაშვილი მედიებს და ევროპული ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს სინოდის საქმიანობაში ჩარევაში სდებს ბრალს

შალვა პაპუაშვილი მედიებს და ევროპული ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს სინოდის საქმიანობაში ჩარევაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ კამპანია მიმდინარეობს კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.

"ოცნების" ლიდერი ხელს იშვერს ტაბულასკენ, რადიო თავისუფლებისკენ, პუბლიკისკენ, ნეტგაზეთისკენ, "ტვ პირველისკენ" და რეაგირებით იმუქრება.

როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში - ამტკიცებს პაპუაშვილი. 

დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.

ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინგამოცემებს - პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.

როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში.

კიდევ ერთხელ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამას აფინანსებს, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება, ყველაფერს ვაკვირდებით და ყველაფერზე გვექნება რეაგირება.

საარჩევნო კამპანია აქვს მამუკა ხაზარაძეს და მის ტელევიზიას გაშლილი, იმისთვის, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია სხვადასხვა სასულიერო პირების და ზოაგდად ეკლესიის " - თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გარე ჩარევების შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა რუსეთის დაზვერვამ. 

  • რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
  • СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.

რაც შეეხება პაპუაშვილის მედიებზე თავდასხმას:

ტვ პირველის პირდაპირ ეთერში გუშინ ცურტაველმა ეპისკოპოსმა თქვა:" მე ვიქნები იქ სადაც იქნება ჩემი თავისუფლება" და განმარტა რომ სინოდმა უნდა იმსჯელოს პრინციპულ საკითხებზე. ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში პაპუაშვილი თავს ტვ პირველს დაესხა.

მეუფე დანიელი, მეუფე ვახტანგი, მეუფე ანტონი, ეპისკოპოსები ბოლო რამდენიმე დღეა "ტვ პირველის" ეთერში საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე საუბრობენ.

ასევე ნახეთ: