„შიზოფრენიული დამოკიდებულებაა“ — კალაძე ძაღლების თავშესაფარში მისულ მოქალაქეებზე
თბილისის მერი კახა კალაძე ლილოს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში განვითარებულ მოვლენებს კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ იქ შეჭრილი მოქალაქეების ქმედებები „შიზოფრენიული დამოკიდებულების“ მაგალითია. მისი თქმით, აღნიშნული მოქმედებები სიძულვილს აღვივებს საზოგადოებაში და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე დაკვირვების ქვეშ მყოფ ავადმყოფ ცხოველებს.
რაც ვნახეთ ლილოს თავშესაფარში,მიუსაფარ ძაღლების თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ცხოველები, როლებიც არის დაკვირვების ქვეშ - ზოგი ცოფის, ზოგი მძიმე ავადმყოფობის. ამ ტიპის ქმედებებით, ამ ტიპის განცხადებებით გადადგმული ნაბიჯებიტ, სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, ადამიანებში, თუნდაც ძაღლების მიმართ, მიუსაფარი ცხოველების მიმართ და არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ იქ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ.
ლილოს მუნიციპლიტეტში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ხდება გაფართოება და გვექნება შესაძლებლობა ძალიან დამატებით 300 ძაღლის ვოილერები გაკეთდეს. ამის გარდა გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახლაი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რაც არსსებობს არსებული მიმართულებით, რაც აწუხებს მოსახლეობას, ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა, - ამბობს კალაძე.
გუშინ თბილისში, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან მოქალაქეები, ცხოველთა უფლებადამცველები და მოხალისეები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ადგილზე მძიმე ვითარებაა — დაფიქსირდა ანტისანიტარია და ცხოველებს ვეტერინარული დახმარება სჭირდებათ. მონახულების საათებში მოქალაქეებმა თავშესაფრის შიდა ტერიტორიაც დაათვალიერეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ მათ ტერიტორია დაატოვებინა. აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ თავშესაფარში ნახეს ძაღლები, რომელთა არსებობაც უარყოფილი ჰქონდათ.
თბილისის მერიის განცხადებით კი, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა იმ ზონაშიც, სადაც დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები არიან განთავსებული, და აღნიშნულს პროვოკაციად აფასებს.