ყაველაშვილი სლოვაკეთიდან: გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რასაც ბრიუსელი კადრულობს
სლოვაკეთში მყოფი მიხეილ ყაველაშვილი ისევ ევროპის კრიტიკით არის დაკავებული. როგორც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ოცნებას" ევროკავშირის წევრობა სურს - "მიუხედავად იმისა, რასაც ბრიუსელი კადრულობს".
ყაველაშვილის თქმით, საქართველო არასდროს დათმობს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და საკუთარ ხედვებს.
„ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, ბრიუსელი. ჩვენ ვხედავთ, რას კადრულობს ის თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართებით, როგორებიც სლოვაკეთი და უნგრეთია, როგორი დამოკიდებულებითაა. სწორედ სლოვაკეთის მაგვარი ქვეყნები არიან იმედისმომცემი, ჩვენ სწორება უნდა გავაკეთოთ ამგვარ ქვეყნებზე, უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ის ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რაც ჩანს ევრობიუროკრატების მოქმედებიდან გამომდინარე, პრაგმატულ ხედვად აქციონ. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის თუ რა გვსურს. ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის, ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა და ამას ვერავინ შეცვლის და ვერავინ გადააკეთებს. გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ორი დღის წინ: