„პე ეს პე"-ს წარმომადგენელი: მედიკამენტების გაიაფება ვერ მოხდება
მედიკამენტებზე ფასების 10-15%-ით შემცირება შეუძლებელია — ამის შესახებ „პე ეს პე ჯგუფის“ წარმომადგენელმა, გუგა რამიშვილმა, პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული მოგების მარჟის პირობებში ფასების დამატებითი დაკლება ბიზნესს არარენტაბელურს გახდის.
„თქვენ რომ გქონდეთ კომპანია, საიდანაც მოიგეთ 3.89%, მედიკამენტს თუ რაც იქნება, 10%-იანი ფასდაკლებით გაყიდით? - ჩვენც ვერ შევძლებთ. თუ მომგებიანი არ იქნება ბიზნესი, ის არ იფუნქციონირებს“, - განაცხადა რამიშვილმა.
ამ საკითხზე შეკითხვა კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ დასვა, რომელმაც დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს პერიოდში მედიკამენტების გაიაფება.