წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს

03.04.26 16:57
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს

 

 

წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი კითხვებზე პასუხებს ითხოვს - დათუნა ჟღენტის დედა, ქეთი ქავთარაძე ამბობს, რომ უკვე წლებია პროკურატურაში დაატარებენ და დოკუმენტებს ამოწმებინებენ, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ დაადგინა, ვინ არის პასუხისგებელი ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე.

შვილმკვდარი დედა მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას კახი კალაძეს აკისრებს, რადგან ადგილი სადაც საბედისწერო შემთვხევა მოხდ, სწორედ მუნიციპალიტეტის კონტროლქვეშაა.

ეს არის სისტემური მკვლელობაა აცხადება ახალგაზრდა ქალი. 

“ჩემი დათუნა 2 წლისა და 9 თვის წინ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა. კონკრეტულად, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე. ე.წ. სახელმწიფოს ვამბობ ხოლმე, იმიტომ, რომ სად არის სახელმწიფო? პასუხისმგებლობა ნული. არავინ არ თანამშრომლობს არც ოჯახთან და, მით უმეტეს, გამოძიებასთან რატომ ითანამშრომლებენ?!

ეს არის სისტემური მკვლელობა. რომ ჩაუღრმავდეთ, სისტემის ყველა რგოლი არის მერიის დაქვემდებარებაში. მერიის ხელმძღვანელი ვინ არის? კითხვას ვსვამ. რად უნდა ამას დიდი კითხვის დასმა – კახი კალაძე. რას აკეთებს კახი კალაძე?! […] რა მოიმოქმედა? რა თანამშრომლობა გაწია ოჯახთან? რა ვალდებულებები აქვს?

ვადანაშაულებ. ვადანაშაულებ რაში, იცით? შეკრიბა ტვინგამორეცხილი- არაკომპეტენტურობაზე ზედმეტია ლაპარაკი – გაურკვეველი განათლების ადამიანები […] კითხვა მაქვს – თვითონ კალაძემ იცის, რა ევალება? თუ მისი მოვალეობაა [მხოლოდ] ინფრასტრუქტურის განვითარება, შადრევნის გახსნა წინასაარჩევნოდ, ბასლაინების გაკეთება … ამის იქით მოვალეობა აღარ აქვს? ვალდებულება აღარ აქვს მოქალაქეების წინაშე?

[…] პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას, იმიტომ, რომ ძალიან დავიღალე. ძალიან დავიღალე, ხალხო. დღემდე, 2 წლის და 9 თვის თავზეც, ჩემს ადვოკატთან ერთად, ვზივარ პროკურატურაში და განვიხილავ ხელშეკრულებებს, ვის რა ევალებოდა. ამას მე უნდა განვიხილავდე? […] მე ვარ დედა დათუნასი. მე არ უნდა ვიძიებდე, ვინ არის დამნაშავე.

[…] როცა გაიგო კალაძემ, რომ დედას შეხვედრა უნდა და ნახვა უნდა, რა მოიმოქმედა?! არაფერი. არ მინდა იმის სწავლება “მიმართეთ სათანადო უწყებას” და ა.შ. სადაც ცხოვრობს, ერთი გაჩერებით ქვევით დაიღუპა ჩემი შვილი. სპორტსმენი, როგორც თვითონ არის. დანაშაული მოხდა. გაიგო, რომ შეხვედრა მინდოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი … არა! არანაირი რეაგირება! არანაირ კომუნიკაციაზე გამოსვლა. ამიტომ, პირადად ჩემთვის, დამნაშავე არის ეს პიროვნება”, – განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.

ადვოკატის შეფასებით ეს საქმე ხარვეზებით არის სავსე. არ არის ჩატარებული უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებები, იკვეთება გამოძიების უმოქმედობა და გარკვეული პირებისა და უწყებებისადმი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ნიშნები. 

შეგახსენებთ, რომ 16 წლის დათუნა ჟღენტი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. 2023 წლის 10 ივლისს უბედური შემთხვევა ე.წ. სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.

2023 წლის 11 ივლისს ვაკის გამგეობამ  დაწერა: "ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა".

მაშინ უწყებამ დაწერა, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა.