სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე განათლების დაკითხტან დაკავშირებით "განსაკუთრებულ მსჯელობა არ ყოფილა", ხოლო ასაკის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. შემდეგი სინოდის სხდომა გაიმართება 24 აპრილს. აი ეს თემები იყო.
კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე იმიტომ, რომ ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი, გვესმის, რომ იქ ხმები უნდა დაითვალოს, მით უმეტეს გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატები იქნებიან, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი და არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო შეთანხმება ამ თემებზე.
განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად.
რაც შეეხება ასაკის, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებ მსჯელობა და გადაწყვეტილება. დაისვა [ასაკის საკითხი] და რადგანაც ძალიან ბევრი იყო ასაკის საკითხები, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნეს უფრო კონკრეტულად..." - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.