ახალი პატრიარქის არჩევნები - "ოცნება" ამტკიცებს, რომ დასავლეთი ეკლესიაზე ზეწოლას ცდილობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეკლესიაზე ზეწოლა მიმდინარეობს და ამ პროცესში დასავლურ ორგანიზაციებს ადანაშაულებს, რომლებიც, მისი თქმით, პროევროპელი პატრიარქის არჩევას ლობირებენ.
პაპუაშვილის განცხადება შინაარსობრივად ემთხვევა რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ პოზიციას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მსოფლიო პატრიარქი თითქოს მხარს უჭერს საჩხერისა და ჭიათურის ეპისკოპოსს, მეუფე დანიელს.
ამასთან, საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეკლესიაზე ზეწოლა არ მიმდინარეობს, რაც პაპუაშვილის შეფასებას ეწინააღმდეგება.
პარლამენტის თავმჯდომარემ კრიტიკა მედიის მიმართაც გაამახვილა, მათ შორის „ტვ პირველის“ წინააღმდეგ.
საზოგადოებაში დამატებითი კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ტვ პირველის“ ეთერში წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ვახტანგმა, ახალი პატრიარქის არჩევის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციას თავისუფლად გამოხატავს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.