ცნობილი ხდება, ვინ უხელმძღვანელებს პატრიარქის არჩევნებზე ხმის დამთვლელ კომისიას
ახალი პატრიარქის არჩევნების ხმის დამთვლელ კომისიას, ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
სინოდის გადაწყვეტილება მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა, ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ პატრიარქობის კანდიდატები 24 აპრილს დასახელდება.
დღევანდელ სინოდის სხდომაზე ასევე განისაზღვრა ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიის წევრთა სია.
ხმის დამთვლელი კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
სამანდატო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
კომისიის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
სარედაქციო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
კომისიის წევრები: ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).