3 წელი სამართლის ძიებაში - ვინ არის პასუხისმგებელი 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე
წყნეთში მუნიციპალურ სკვერში 16 წლის მოზარდის გარდაცვალებიდან 2 წელი და 9 თვე გავიდა, თუმცა დაღუპული დათუნა ჟღენტის ოჯახი დღემდე პასუხებს ითხოვს.
ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სკვერში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის დაკვეთით მიმდინარეობდა, მოზარდს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
ოჯახი აცხადებს, რომ ამ დრომდე უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე და საქმეზე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. დაღუპულის დედა პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს და მომხდარს სისტემურ პრობლემას უწოდებს.
მისივე თქმით, 2 წელზე მეტია სამართლის პოვნას ცდილობს, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდა და პროცესი დღემდე გრძელდება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.