მედია: გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესცენტრში გამოცემა "ბათუმელებს" დაუდასტურეს.
- ცნობისთვის, გრიგოლ ბესელია 2025 წლის მაისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
გრიგოლ ბესელია შს სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის," - განუცხადეს "ბათუმელებს" უწყებაში.
გამოცემის ცნობით, პროკურატურას გრიგოლ ბესელიასთან კითხვები აქვს კორუფციის საქმეზე. პროკურატურის პრესცენტრში "ბათუმელების" შეკითხვას გრიგოლ ბესელიასთან დაკავშირებით არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, ის 2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა. ის ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.